კრემლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა ამ ეტაპზე არ განიხილება
კრემლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა ამ ეტაპზე არ განიხილება

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა ამ ეტაპზე არ განიხილება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი იმპულსები ვაშინგტონიდან არ მოდის. თუმცა, ორი ქვეყნის ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ ისეთ საერთაშორისო ღონისძიებებზე, როგორიცაა დიდი ოცეულის სამიტი არგენტინაში და პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წლის იუბილე პარიზში.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მზადების პროცესშია უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა. ჯონ ბოლტონს მოსკოვში 22-23 ოქტომბერს ელოდებიან.