კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა მარიო დრაგის განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა მარცვლეულის ექსპორტისთვის, თუ დასავლეთი სანქციებს მოხსნის
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა მარცვლეულის ექსპორტისთვის, თუ დასავლეთი სანქციებს მოხსნის. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და მარიო დრაგის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
„ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასურსათო კრიზისის დაძლევაში მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტით, დასავლეთის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული შეზღუდვების მოხსნის პირობით“ – აღნიშნულია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ცნობით, პუტინმა დრაგისთან საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინამ მოლაპარაკების პროცესი გაყინა.