კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ისრაელის, პალესტინის, ეგვიპტის, ირანისა და სირიის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„საუბარი შეეხო პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს. რუსეთის პრეზიდენტმა გულწრფელი თანაგრძნობა გამოუცხადა ისრაელში დაღუპულ ოჯახებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტკიცედ უარყოფს და გმობს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც ზარალდება მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები და ბავშვები“, – წერს კრემლის პრესსამსახური.
პუტინმა, ასევე, სატელეფონო საუბარი გამართა პალესტინის, ეგვიპტის, ირანისა და სირიის ლიდერებთან.