კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ისრაელის, პალესტინის, ეგვიპტის, ირანისა და სირიის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ისრაელის, პალესტინის, ეგვიპტის, ირანისა და სირიის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„საუბარი შეეხო პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს. რუსეთის პრეზიდენტმა გულწრფელი თანაგრძნობა გამოუცხადა ისრაელში დაღუპულ  ოჯახებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტკიცედ უარყოფს და გმობს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც ზარალდება მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები და ბავშვები“, – წერს კრემლის პრესსამსახური.

პუტინმა, ასევე, სატელეფონო საუბარი გამართა პალესტინის, ეგვიპტის, ირანისა და სირიის ლიდერებთან.