კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს გვიან ღამით შეხვდა და ინფორმაცია გადასცა დონალდ ტრამპისთვის
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს გვიან ღამით შეხვდა და ინფორმაცია გადასცა დონალდ ტრამპისთვის

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს გვიან ღამით შეხვდა და ინფორმაცია გადასცა დონალდ ტრამპისთვის.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს პუტინსა და უიტკოფს შორის საუბრის დეტალები არ გაუსაჯაროებია. კრემლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები უკრაინასთან დაკავშირებით მხარს უჭერს აშშ-ის ოპტიმიზმს.

პესკოვის განცხადებით, ორივე მხრიდან არის იმის გაგება, რომ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბარი საჭიროა.

„პრეზიდენტების საუბრის ზუსტი დრო ჯერ არ არის შეთანხმებული, მაგრამ, ამავდროულად, მას შემდეგ, რაც ბატონი უიტკოფი მოსკოვში მიღებულ ყველა ინფორმაციას გადასცემს თავისი სახელმწიფოს მეთაურს, ჩვენ განვსაზღვრავთ საუბრის ვადას“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა არ დაადასტურა, რომ რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კრემლის თხოვნით მოლაპარაკებებიდან ჩახსნეს.