კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელარუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა
კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელარუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელარუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა.

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.

კრემლის ცნობითვე, რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული ვითარება გააცნო ყაზახეთის, უზბეკეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებსაც.

ამასთან, ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობით, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა და კონსტიტუციური წესრიგი და კანონის უზენაესობა ქვეყანაში კანონისა და წესრიგის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა.