კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს საგანმანათლებლო ცენტრ „სირიუსის“ ტერიტორიაზე არსებული მუსიკალური სკოლის შენობიდან ესაუბრება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საგანმანათლებლო ცენტრ „სირიუსის“ ტერიტორიაზე არსებული მუსიკალური სკოლის შენობიდან ესაუბრება. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ადასტურებს.
როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით სოჭში იმყოფება. სწორედ სოჭში მდებარეობს აღნიშნული მუსიკალური სკოლა.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი უკვე ერთ საათზე მეტია, მიმდინარეობს.