კრემლი - ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთკორეელ სამხედროებს კურსკში შეჭრილი უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთკორეელ სამხედროებს კურსკში შეჭრილი უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის, – ამის შესახებ აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
ამასთან, როგორც მედია წერს, ამ დრომდე ვლადიმერ პუტინი არც უარყოფდა და არც ადასტურებდა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩრდილოკორეელი სამხედროების ჩართულობას.
კურსკისთვის ბრძოლებში მათი მონაწილეობა გენერალური შტაბის მეთაურმა, ვალერი გერასიმოვმა შაბათს დაადასტურა, რის შემდეგაც ფხენიანმაც განაცხადა, რომ სამხედროები კიმ ჩენ ინის განკარგულებით გაიგზავნა რუსეთში.