კრემლი პუტინსა და პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს

13:43, 14.02.2018

კრემლი ვლადიმერ პუტინსა და პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, სატელეფონო საუბარი კიევის ინიციატივით ორი დღის წინ შედგა.

პესკოვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა მოსკოვის მალხობლად სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო სამძიმარი გამოთქვა.

„მან გამოთქვა თანამშრომლობის მზადყოფნა მწარმოებელი ქარხნის მიმართულებით, ასევე ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პესკოვმა.

ამას გარდა, ლიდერებმა განიხილეს მინსკის შეთანხმებების შესრულების პროცესი და ტყვეების გაცვლის საკითხი.

მსგავსი