კრემლი - დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის იდეას, მოეწყოს ჰოკეის მატჩები რუს და ამერიკელ მოთამაშეებს შორის
კრემლი - დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის იდეას, მოეწყოს ჰოკეის მატჩები რუს და ამერიკელ მოთამაშეებს შორის

რუსული მხარის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის იდეას, მოეწყოს ჰოკეის მატჩები აშშ-სა და რუსეთში რუს და ამერიკელ მოთამაშეებს შორის.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

მოგვიანებით სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლისა და თეთრი სახლის მხრიდან ოფიციალური განცხადებები გავრცელდა.

როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის ინიციატივას უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის შესახებ და რუს სამხედროებს უკვე მისცა შესაბამისი ბრძანება. თეთრი სახლის განცხადებით კი, ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურზე ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე ტექნიკური მოლაპარაკებებით.