კრასნოიარსკის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
კრასნოიარსკის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

კრასნოიარსკის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფა ვანკორის საბადოსთან ახლოს მოხდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი, დასახლებულ პუნქტ იგარკასთან ახლოს, დღეს, გამთენიისას ჩამოვარდა.

ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი და 15 მუშა იმყოფებოდა. ყველა დაიღუპა.

მაშველებმა შვეულმფრენის ორივე შავი ყუთი იპოვეს. საქმეს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით იძიებენ.

თვითმხილველების თქმით, შვეულმფრენი ჰაერში დაიწვა. ჩამოვარდნამდე მან ორი კილომეტრი კიდევ იფრინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენით კომპანია „ვანკორის“ თანამშრომლები გადაჰყავდათ. საჰაერო ხომალდი Utair-ს ეკუთვნის.