კრასნოდარის მხარეში „ედელვეის-95”-ის ნავთობის საწყობში დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

11:49, 28.09.2026

რუსეთის კრასნოდარის მხარეში, „ედელვეის-95”-ის ნავთობის საწყობში დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.

სოფელ ნოვოტიტაროვსკაიას მცხოვრებლებმა ღამით რკინიგზის მახლობლად დრონების ფრენები, რამდენიმე აფეთქება და ხანძარი დაადასტურეს.

კომპანია ახორციელებს ევრო-5 დიზელის საწვავის და AI-92, AI-95 და AI-100 ბენზინის საბითუმო მიწოდებას.

ნავთობბაზის დეკლარირებული ტევადობა 4 500 კუბური მეტრია. კომპანიას ასევე აქვს საკუთარი სარკინიგზო ხაზი საწვავის მისაღებად და გადასაზიდად.

„ედელვეის-95“ საწვავს 30 წელია ყიდის და პროდუქციას პირდაპირ რუსეთის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან ყიდულობს.

მსგავსი