კრასნოდარის გუბერნატორის ცნობით, რუსეთის ქალაქ ტუაფსეზე უკრაინული დრონებით მასშტაბურ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

11:45, 20.04.2026

რუსეთის ქალაქ ტუაფსეზე უკრაინული დრონებით მასშტაბურ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

რუსული მედიის თანახმად, ერთ-ერთ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რამდენიმე შენობაში, მათ შორის სკოლაში, საბავშვო ბაღში, მუზეუმში, ეკლესიასა და საცხოვრებელ კორპუსში ფანჯრები ჩაიმსხვრა.

პარალელურად, უკრაინული მედია წერს, რომ ტუაფსეში პორტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაესხნენ თავს, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.

მსგავსი