კრასნოდარის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სოჭზე დრონით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა
რუსეთის კრასნოდარის ტერიტორიაზე, სოჭში დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
კრასნოდარის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სოჭზე დრონით თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
„სოჭის ადლერის რაიონში, ავიაციანაიას ქუჩაზე უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და მეორე მძიმედ დაშავდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
სირიუსის ფედერალური ტერიტორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი პლიშკინის ინფორმაციით, დრონით თავდასხმა განხორციელდა ნავთობის საცავზე.