კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში დაცული 11 ქართული ხელნაწერი საქართველოში გამოიფინება
კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში დაცული 11 ქართული ხელნაწერი საქართველოში გამოიფინება

კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში, თავადი ჩარტორისკის ბიბლიოთეკაში დაცული 11 ქართული ხელნაწერი კონსერვაცია/რესტავრაციის შემდეგ საქართველოში გამოიფინება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე ავრცელებს.

ანთიძის ინფორმაციით, პროექტი 2018 წლის დასაწყისში სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჩართულობით და საქართველოს ეროვნული არქივის მონაწილეობით დაიწყო.

მისივე თქმით, შეთანხმება არქივს და მუზეუმს შორის უახლოეს დღეებში გაფორმდება. საკონსერვაციო სარესტავრაციო პროექტის დეტალების შესათანხმებლად ქართული დელეგაცია ანთიძის ხელმძღვანელობით კრაკოვში იმყოფება.