კოვიდინფიცირებული აბიტურიენტისთვის საგამოცდო ცენტრი სამედიცინო დაწესებულებაში მოეწყო
კოვიდინფიცირებული აბიტურიენტისთვის საგამოცდო ცენტრი სამედიცინო დაწესებულებაში მოეწყო

კოვიდინფიცირებული აბიტურიენტისთვის საგამოცდო ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებაში მოეწყო, სადაც ის მკურნალობს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფო გორგოძის ინფორმაციით, სხვადასხვა უწყებასთან კოორდინაციით გადაწყდა, რომ ინფიცირებულ აბიტურიენტს უნდა მიეცეს გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა.

რაც შეეხება იმ ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც 7 ივლისს მასთან ერთად აბარებდნენ გამოცდას და ამჟამად კარანტინში არიან, ისინი საკარანტინო ზონებიდან საგამოცდო ცენტრში დაიშვებიან.

ამასთან, დღეს უცხო ენებში გამოცდა დაიწყო. გამოცდა ორ სესიად ტარდება. სოფო გორგოძის თქმით, დაგვიანება არ დაფიქსირებულა. რამდენიმე აბიტურიენტს სიცხე დაუფიქსირდა და ისინი გამოცდას სპეციალურად მოწყობილ სივრცეში აბარებენ.