„კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთმა მსოფლიო მასშტაბით მესამე ადგილზე გადაინაცვლა

16:28, 11.05.2020

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა იტალიისა და დიდი ბრიტანეთის მაჩვენებლებს გაუსწრო და ახლა ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევებით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

როგორც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდზე წერია, რუსეთზე მაღალი ინფიცირების რიცხვი მხოლოდ ესპანეთსა და აშშ-ში ფიქსირდება.

რუსეთში „კოვიდ-19“-ს უკვე 2009 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა მაჩვენებელი 221 344-ს შეადგენს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ და დაღუპულთა სტატისტიკურ მონაცემებს 31 დეკემბრიდან აღრიცხავს.

მსგავსი