„კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევის გამო, ფოთის მე-6 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა
„კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევის გამო, ფოთის მე-6 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა.
სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორ მაკა ზარანდიას ინფორმაციით, კორონავირუსი აღმზრდელს დაუდგინდა.
„მე-6 ბაღის აღმზრდელს ტესტი ჩაუტარდა გუშინ და პასუხი დღეს დილით გახდა ცნობილი. შესაბამისად, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციით მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთი დღით შეგვეჩერებინა სააღმზრდელო პროცესი. ამ ეტაპზე ველოდებით მათ მითითებას შემდგომ ღონისძიებებთან დაკავშირებით. დაახლოებით შუადღის შემდეგ გვეცოდინება, როგორ ვიმოქმედოთ“, – განაცხადა მაკა ზარანდიამ.