„კოვიდ-19“-ით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ორი სოფელ მუშევანში გამოვლინდა
„კოვიდ-19“-ით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ორი სოფელ მუშევანში გამოვლინდა

„კოვიდ-19“-ით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან ორი ბოლნისის რაიონში, სოფელ მუშევანში გამოვლინდა.

გუშინ მუშევანში ეპიდემიოლოგები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. მუშევანიდან 574, ბოლნისიდან კი, 15 პირის სინჯი აიღეს.

ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ნაწილის კვლევის შედეგი. „კოვიდ-19“-ზე დადებითია ორი პირის სინჯი. სრული მონაცემები კი, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.