„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის 100 მილიონ დოზას ინდოეთი მიიღებს
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის 100 მილიონ დოზას ინდოეთი მიიღებს

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის 100 მილიონ დოზას ინდოეთი მიიღებს. რუსეთის კეთილდღეობის ეროვნული ფონდის განცხადებით, ვაქცინას ინდურ წამლების კომპანიას, ექიმ რედის ლაბორატორიებს გადასცემენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიიც ცნობით, ორ ქვეყანას შორის შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა რუსული ვაქცინის, სპუტნიკ-V-ის 300 მილიონი დოზის ინდოეთში წარმოებაზე ქვეყნის თანხმობა მიიღო.

„როიტერი“ წერს, რომ რუსეთს ექსპორტისთვის 200 მილიონი ვაქცინა აქვს გათვალისწინებული, აქედან 100 მილიონ ლათინურ ამერიკაზე, ხოლო 100 მილიონი ინდოეთზეა გათვლილი. რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის განცხადებით, ვაქცინებს ინდოეთი 2020 წლის ბოლოსკენ მიიღებს.

დატოვე კომენტარი