„კოვიდ-19“-ის საფრთხის გამო, ჩრდილოეთ კორეამ ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
„კოვიდ-19“-ის საფრთხის გამო, ჩრდილოეთ კორეამ ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

„კოვიდ-19“-ის საფრთხის გამო, ჩრდილოეთ კორეამ ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ფხენიანში ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სპორტსმენების დაცვის მიზნით იყო მიღებული.

„ბიბისი“ წერს, რომ ოლიმპიადიდან ჩრდილოეთ კორეის ჩახსნამ სამხრეთ კორეის გეგმები ჩაშალა, რომელსაც ოლიმპიური თამაშების გამოყენება ფხენიანთან ჩართულობისთვის სჭირდებოდა.

2018 წელს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ერთობლივი გუნდით წარდგნენ, რასაც შემდგომ მთელი რიგი ისტორიული სამიტების გამართვა მოჰყვა.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევები არ არის, თუმცა ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნულ ინფორმაციას საეჭვოს უწოდებენ. ჩრდილოეთ კორეა გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც „კოვიდ-19“-ის გამო 2020 წელს გადადებულ ოლიმპიადას გამოეთიშა. ოლიმპიური თამაშები მიმდინარე წლის 23 ივლისს უნდა დაიწყოს.

ჩრდილოეთ კორეას და სამხრეთ კორეას შორის ამჟამად მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია. ორი ქვეყანა ტექნიკურად საომარ მდგომარეობაშია, რადგან 1953 წელს ომის დასრულების შემდეგ, მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმებული არ არის.