„კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის გამო, ანგელა მერკელი მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს
„კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის გამო, ანგელა მერკელი მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება კანცლერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 325 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„გთხოვთ, თავი შეიკავოთ ნებისმიერი სახის მოგზაურობისგან და წვეულებისგან, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. გთხოვთ, როდესაც ამის შესაძლებლობა გაქვთ, დარჩით შინ“, – განაცხადა კანცლერმა.

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 12 ადამიანი დაიღუპა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 366 299 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 9 789 ადამიანი.