„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო კალიფორნიის ციხეებიდან 8 000-მდე პატიმარს ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ
„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო კალიფორნიის ციხეებიდან 8 000-მდე პატიმარს ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო კალიფორნიის შტატის ციხეებიდან 8 000-მდე პატიმარს ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ.

კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის განცხადებით, შტატის მიზანია აგვისტოს ბოლომდე ციხეებში პატიმრების რიცხვი 8000-ით შემცირდეს, რათა ციხეებში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელი ზომების გატარება შესაძლებელი გახდეს.

პირველ ეტაპზე გაათავისუფლებენ პატიმრებს, რომლებსაც ციხეში 180-ზე ნაკლები დღე დარჩათ გასატარებელი, შემდეგ ეტაპზე განიხილება იმ პატიმრების საკითხი, რომლებიც კალიფორნიის რვა ყველაზე ხალხმრავალი ციხიდან ერთ-ერთში იმყოფებიან და ერთ წლამდე საპატიმრო ვადა აქვთ მოსახდელი.

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შტატში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მაჩვენებელმა საგრძნობლად იმატა. კალიფორნიის შტატში „კოვიდ-19“-ის 300 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.