„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, უნგრეთში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება
„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, უნგრეთში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, უნგრეთში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიქტორ ორბანის თქმით, ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და ბარები დაიხურება. უნივერსიტეტები სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავლენ. 10 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალება და სპორტული ღონისძიებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

დამატებითი შეზღუდვების დაწესებას ქვეყნის პარლამენტი სამშაბათს განიხილავს და შეზღუდვები ძალაში 11 ნოემბრიდან შევა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, უნგრეთში კომენდანტის საათი 4 ნოემბრიდან უკვე მოქმედებს.