„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ირანის რამდენიმე რეგიონში კარანტინი დაწესდება
„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ირანის რამდენიმე რეგიონში კარანტინი დაწესდება

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ირანის რამდენიმე რეგიონში კარანტინი დაწესდება.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა გასცა.

ჰასან როუჰანის განცხადებით, მთავრობა იძულებულია, ზოგიერთ რეგიონში ერთ კვირიანი კარანტინი გამოაცხადოს. მიზეზად ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების მკვეთრი მატება დაასახელა.

ირანში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 439 882 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 25 000 ადამიანი.