„კოვიდ-19“-ის გავრცელების გამო, გერმანია საფრანგეთთან საზღვარზე კონტროლს გაამკაცრებს
„კოვიდ-19“-ის გავრცელების გამო, გერმანია საფრანგეთთან საზღვარზე კონტროლს გაამკაცრებს

„კოვიდ-19“-ის გავრცელების გამო, გერმანია საფრანგეთთან საზღვარზე კონტროლს გაამკაცრებს. ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ საფრანგეთის მოზელის რეგიონიდან გერმანიაში შესვლის დროს მოქალაქეებმა ბოლო 48 საათის უარყოფითი ტესტი უნდა წარადგინონ.

სამხრეთ აფრიკული ვარიანტის გავრცელების გამო, გერმანიის რობერტ კოხის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტმა საფრანგეთის მოზელის დეპარტამენტი „შეშფოთების ზონად“ მონიშნა. პოლიცია არ შექმნის სტაციონარული საზღვრის კონტროლს, მაგრამ შემთხვევით შემოწმებას განახორციელებს.

გერმანიას სასაზღვრო კონტროლი დაწესებული აქვს ჩეხეთთან და ავსტრიასთან.