„კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის გამო, დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლა ბელგიამაც შეაჩერა
„კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის გამო, დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლა ბელგიამაც შეაჩერა

დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის გამო, ბელგიამ ბრიტანეთთან მიმოსვლა დროებით შეაჩერა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ფრენების გარდა, ბელგიამ ბრიტანეთთან სარკინიგზო მიმოსვლაც აკრძალა.

მანამდე, ბრიტანეთთან საჰარეო მიმოსვლა შეაჩერა ნიდერლანდებმაც. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ნიდერლანდებში დეკემბრის დასაწყისში „კოვიდ-19“-ის ის სახეობა დაფიქსირდა, რომელიც ახლა დიდი ბრიტანეთში ვრცელდება.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ, მარკ რიუტეს განცხადებით, მთავრობამ ბრიტანეთთან მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება ახალი ტიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლის შეჩერებას განიხილავენ გერმანიასა და საფრანგეთშიც.