„კოვიდ-19“-ის 1 219 ახალი შემთხვევიდან 46 გურიაში დაფიქსირდა
„კოვიდ-19“-ის 1 219 ახალი შემთხვევიდან 46 გურიაში დაფიქსირდა

საქართველოში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევიდან 46 გურიაში დაფიქსირდა.

სოფელ შრომაში, სადაც სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ორი კვირის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობა, გუშინ სრულად აღდგა.

რაც შეეხება საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს, გურიის სამ სოფელში იგი კვლავაც მოქმედებს. შრომაში, ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში კი, ტესტირებაც. ამასთან, აღნიშნულ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.

„სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი, რამდენიმე ადგილას კვლავ დისტანციურ რეჟიმში, რამდენიმე ლოკაციაზე კი ჰიბრიდულ რეჟიმში გრძელდება. ჩვენ ვაგრძელებთ მოსახლეობის ტესტირებასაც. ნებისმიერ მოქალაქეს, სიმპტომის არარსებობის შემთხვევაშიც კი შეუძლია ტესტის გაკეთება“, – განაცხადა ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა, ელზა სიმონიშვილმა.