„კოვიდ-19“, გამოწვევები არქიტექტურაში” - აღნიშნულ თემაზე პირველი საერთაშორისო ონლაინკონფერენცია გაიმართა
„კოვიდ-19“, გამოწვევები არქიტექტურაში” - აღნიშნულ თემაზე პირველი საერთაშორისო ონლაინკონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ოლაინკონფერენცია „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“. კონფერენციის თემა იყო „Covid-19 – გამოწვევები არქიტექტურაში“.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, კონფერენცია ეხმაურება დღევანდელ გლობალურ პრობლემებს, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს, როგორც სასწავლო-სამეცნიერო, ასევე ეკოლოგიურ, ურბანულ და არქიტექტურულ პროექტირებაში.

კონფერენცია გახსნეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძემ, მდგრადი განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო გვენცაძემ.

კონფერენციას მხარდაჭერას უწევდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ააპ „ინჟინრული აზრი“, შპს მნ – პროექტი, და შპს „თიმარქიტექტორები“; კონფერენციის ორგანიზატორები არიან სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე, ასოცირებული პროფესორი გია ნაცვლიშვილი, ასოცირებული პროფესორი ნინო ჩაჩავა, ასოცირებული პროფესორი ნათია ქოჩლაძე, ასისტენტ პროფესორი შოთა გელაშვილი.

კონფერენცია ჩატარდა Zoom platform -ის გამოყენებით უწყვეტ ონლაინრეჟიმში, lifestream ჩართვით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ფეისბუქ გვერდიდან, სადაც 300 ადამიანზე მეტი ადამიანი იყო ჩართული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი არქიტექტორები, მეცნიერები და პედაგოგები. უცხოელი გამომსვლელები: პაულო კუკი – PCA-PaoloCucchi Architects ფირმის დამფუძნებელი, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, მალაიზიისა და სინგაპურის არქიტექტურული სკოლებისა და უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი; აბინ ჩაუდჰური – კომპანია ჰერცოგ დე მეირონის პარტნიორი ორგანიზაცია; ფრანჩესკო ადორნი (დამფუძნებელი, არქიტექტორი, კომპანია Francescoadorniarchitetto); ანტონიო კასტელბრანკო, ოქსანა ტურჩანინა. –RETHINK ტემპუსის პროექტის კოორდინატორი – ლისაბონის უნივერსიტეტი; პროფესორი ბეატა ფეჰერვოლღუი, პროფ. ვიქტორია ცუპონი,(პანონიისუნივერსიტეტი, უნგრეთი); ლანდშაფტის არქიტექორი გუდრუნ ნაჰრენდორფი (გერმანია); ფარიდა გასიმოვა, აზერბაიჯანის მშებელობისა და არქიტექტურის ინსტიტუტის პროფესორი და სხვ.

დატოვე კომენტარი