„კოვაქსის“ პლატფორმისთვის შეკვეთილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ნიგერიაში, ანგოლასა და კენიაში ჩაიტანეს
„კოვაქსის“ პლატფორმისთვის შეკვეთილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ნიგერიაში, ანგოლასა და კენიაში ჩაიტანეს

„კოვაქსის“ პლატფორმისთვის შეკვეთილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ნიგერიაში, ანგოლასა და კენიაში ჩაიტანეს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შექმნილი ვაქცინების დისტრიბუციის საერთაშორისო პლატფორმის წარმომადგენლები აცხადებენ, 2021 წლის პირველ 100 დღეში ვაქცინების პირველ დოზებს ათეულობით დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე სახელმწიფოები მიიღებენ.

„კოვაქსის“ ცნობით, ნიგერიაში, სადაც აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ოთხი მილიონი დოზა მიიღეს, ხოლო ანგოლაში 600 000 დოზა.

კენიაში ჩაიტანეს „ასრაზენეკას“ ვაქცინის ერთი მილიონი დოზა. შეგახსენებთ, მანამდე „კოვაქსის“ საშუალებით ვაქცინები მიიღეს განასა და კოტდივუარშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კოვაქსის“ გამოყენებით „ასტრაზენეკას“ ვაქცინების მიწოდება 142 ქვეყანაში მაისის ბოლომდე მოხდება.