კოულმენი სანდერლენდს გაწვრთნის

12:48, 20.11.2017
CARDIFF, WALES - NOVEMBER 14:  Wales manager Chris Coleman looks on before the International match between Wales and Panama at Cardiff City Stadium on November 14, 2017 in Cardiff, Wales.  (Photo by Michael Regan/Getty Images)

უელსის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კრის კოულმენი, სანდერლენდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

უელსის ფეხბურთის ასოციაცია იმედოვნებდა, რომ კოულმენს ახალ კონტრაქტზე დაითანხმებდა, მაგრამ 47 წლის სპეციალისტმა კლუბში მუშაობა გადაწყვიტა.

სანდერლენდი ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიფში (რიგით მეორე ლიგა) ბოლო ადგილზეა.

2003-2012 წლებში კრის კოულმენი მუშაობდა ფულემში, რეალ სოსიედადში, ქოვენთრიში და აელ–ში, 2012 წელს კი უელსის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში და ისტორიაში პირველად გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა (2016 წელს), სადაც, ყველასათვის მოულოდნელად, უელსი ნახევარფინალში გავიდა.

მსგავსი