კოტე იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
კოტე იოსელიანმა გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. მოგვიანებით თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მისი მეუღლე კოტე იოსელიანი გაიტაცეს, მასზე ზეწოლა განახორციელეს და ამის შემდეგ ჩაწერა უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდის ვიდეო.