კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

23:12, 25.11.2021

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კოსტავას ქუჩაზე, გმირთა მოედანთან.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მინივენი შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ზოოპარკის კიბეზე ჩავარდა.

მომხდარის შედეგად, მსუბუქად დაშავდა მსუბუქ ავტომობილში მჯდომი ერთი პირი. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მსგავსი