კოსტავას გამზირზე სატვირთო ავტომობილზე თივა დაიწვა

10:43, 07.03.2018

თბილისში, კოსტავას გამზირზე თივით დატვირთულ სატვირთო ავტომობილზე ცეცხლი გაჩნდა.

ცეცხლი თივას წაეკიდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, რომლებმაც ცეცხლი უკვე ჩააქრეს.

ანალოგიური შემთხვევა კოსტავას გამზირზე ორი დღის წინაც მოხდა.

 

 

მსგავსი