კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

01:51, 30.04.2019

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კოსტავას გამზირზე. „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ორ სხვადასხვა მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი. მას თავის არეში ღია ჭრილობა აღენიშნება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

მსგავსი