კოსტავას გამზირზე ​თივით დატვირთულ მანქანაზე ცეცხლი გაჩნდა [ფოტო]

15:02, 05.03.2018

თბილისში, კოსტავას გამზირზე ​თივით დატვირთულ მანქანაზე ცეცხლი გაჩნდა.

როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ცეცხლი თივას წაეკიდა.

ცეცხლის ჩაქრობას ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.

კოსტავას გამზირზე მოძრაობა ამ დროისთვის შეფერხებულია.

მსგავსი