კოსტადინოვმა ტრავმა მოირჩინა და ჩრდილომაკედონიელებს თბილისში შეუერთდება
კოსტადინოვმა ტრავმა მოირჩინა და ჩრდილომაკედონიელებს თბილისში შეუერთდება

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კიდევ ერთი ტრავმირებული მოთამაშე მომჯობინდა – ნახევარმცველი ტიხომირ კოსტადინოვირუზომბეროკს“ სლოვაკეთის ლიგაში „ტრენჩინთან“ გასვლითი შეხვედრა ჩაატარა, რომელიც მისმა გუნდმა 1:3 წააგო.

კოსტადინოვმა ტრავმის პრობლემა გადალახა და „რუზომბეროკის“ შემადგენლობაში დაბრუნდა. მატჩის ბოლოს კი მისი საგოლე გადაცემით გუნდმა გოლი გაიტანა.

მთავარი კი ისაა, რომ სავარაუდოდ, ტიხომირ კოსტადინოვი კვლავ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების შემადგენლობაში იქნება ევროპის ჩემპიონატის ისტორიული მატჩისწინა შეკრებაზე, რომელიც 12 ნოემბერს თბილისში საქართველოს წინააღმდეგ გაიმართება.