კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე დაიწყო.

კოსოვოს მასშტაბით სულ 2 550 საარჩევნო უბანია, ხოლო ხმის მიცემა ორ მილიონ ადამიანს შეუძლია.

დილის 09:00 საათისთვის ხმა მისცა რეგისტრირებული ამომრჩევლის თითქმის 3%-მა.

ეს უკვე მესამე ვადამდელი არჩევნებია ბოლო წელიწად-ნახევარში.