კოსოვოში საპარლამენტო არჩევნები იმართება
კოსოვოში საპარლამენტო არჩევნები იმართება

კოსოვოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ მთავარი ოპონენტები არიან „კოსოვოს დემოკრატიული ლიგა“ და „კოსოვოს დემოკრატიული პარტია“, რომელიც კოსოვოს გამათავისუფლებელი არმიის ყოფილი მებრძოლების მიერ არის დაფუძნებული.

2021 წლის არჩევნებში ალბინ კურტის პარტიამ, „თვითგამორკვევის მოძრაობამ“ 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. თუ მმართველი პარტია ამჯერად უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს, არჩევნების შემდეგ მას, შესაძლოა, კოალიციური მოლაპარაკებების წარმოება მოუწიოს.

კოსოვოში საარჩევნო კამპანიის დროს მთავარი საკითხები ეკონომიკა, კორუფცია და სერბეთთან ურთიერთობები იყო.