კოსოვოში პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის მმართველმა პარტიამ მთავრობის ფორმირება ვერ მოახერხა, რის შედეგადაც რიგგარეშე არჩევნები გაიმართება
კოსოვოში პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის მმართველმა პარტიამ მთავრობის ფორმირება ვერ მოახერხა, რის შედეგადაც რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

კოსოვოს პრემიერ-მინისტრის, ალბინ კურტის მმართველმა პარტიამ, „ვეტევენდოსიემ“ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირება, რის შედეგადაც რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„ვეტევენდოსიემ“ თებერვალში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა. ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი მთავრობის ფორმირებას ახალ არჩევნებს ამჯობინებენ.

როგორც მედია წერს, არსებულმა პოლიტიკურმა ჩიხმა უარყოფითი შედეგები გამოიწვია. კერძოდ, შეჩერდა რეფორმების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტები, დაბლოკილია ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ზოგიერთი დაფინანსება, ასევე გაჭიანურდა კოსოვოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღს.