კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ სერბეთის მიერ დაკავებული სამი პოლიციელი გაათავისუფლეს

13:55, 26.06.2023

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ სერბეთის მიერ დაკავებული სამი პოლიციელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ალბინ კურტი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ვადასტურებ, რომ გატაცებული სამი პოლიციელი გაათავისუფლეს“, – წერს კურტი.

მისივე თქმით, აუცილებელია სერბეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება კოსოვოს პოლიციის თანამშრომლების დაკავებისთვის.

„ეს გატაცება არის ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევა და აუცილებლად უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა კურტიმ.

მანამდე, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ დაკავებული კოსოვოს პოლიციელების გათავისუფლებას გამორიცხავს.

 

 

მსგავსი