კოსოვოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პრიშტინას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების იმედი აქვს
კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ ქურთი აცხადებს, რომ პრიშტინას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების იმედი აქვს. ამის შესახებ კოსოვოს პრემიერმა ატლანტიკურ საბჭოს ევროპის ცენტრთან საუბრისას განაცხადა.
ალბინ ქურთის თქმით, პრიშტინა მიესალმება მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ასევე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი მიმდინარე წელს კოსოვოს განაცხადსაც მიიღებს.
როგორც კოსოვოს პრემიერი აღნიშნავს, მისი ქვეყნის უსაფრთხოების ძალები ქუვეითში აშშ-სთან ერთად განლაგდნენ, რაც მათთვის პირველი საერთაშორისო სამშვიდობო მისია გახდა.
„ჩვენ ასევე მონაწილეობას ვიღებთ აშშ-ის ერთობლივ სწავლებაში „ევროპის დამცველი 21“ 330-მდე სამხედროს მონაწილეობით. ჩვენი მუდმივი თანამშრომლობა აძლიერებს მშვიდობისკენ, უსაფრთხოებასა და ნატო-ს წევრობისკენ კოსოვოს გრძელვადიან ერთგულებას“, – განაცხადა ქურთიმ.
მან კოსოვო „დემოკრატიულად ყველაზე განვითარებულ ქვეყანად“ დაასახელა რეგიონში, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი.