კოსოვოს ნაკრები გამოუვალ მდგომარეობაშია - ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე გუნდს ხუთი ლიდერი დააკლდა
კოსოვოს ნაკრები გამოუვალ მდგომარეობაშია - ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე გუნდს ხუთი ლიდერი დააკლდა

ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრამდე, კოსოვოს ნაკრებმა ძალიან დიდი დანაკლისი განიცადა – გუნდს სკოპიეში ხუთი მოთამაშე ვერ დაეხმარება.

კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ლაპარაკია საუკეთესო მოთამაშეებზე. „ლაციოს“ თავდამსხმელი ვედატ მურიჩი გამოიძახეს, მაგრამ ის ჯერ ვერ თამაშობს. გუნდში ასევე არ იქნება კაპიტანი ამირ რაჰმანი, რომელიც „ნაპოლის“ მოთამაშეა, რადგან მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე არ იქნება ბრემენისვერდერის“ თავდამსხმელი მილოტ რაშიცა, რომელიც ტრავმირებულია.

მანამდე კი ცნობილი იყო, რომ გუნდს „ციურიხის“ ნახევარმცველი ჰეკურან კრიეზიუ და „ლუცერნისშუახაზელი

იდრიზ ვოცა დააკლდა. ეს ნიშნავს, რომ კოსოვოელები მაკედონიაში ხუთი საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე მიდიან.

დანაკლისია ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებშიც – „ნაპოლიში“ კოსოვოელი ამირ რაჰმანის თანაგუნდელს, ჩრდილოეთ მაკედონიელთა ერთ-ერთი საკვნძო მოთამაშეს, ელიფ ელმასსაც კორონავირუსზე დადებითი პასუხი დაუფიქსირდა. 21 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელს დადებითი ტესტი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა.

ერთა ლიგის ნახევარფიანლური მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ნაკრებებს შორის ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს სკოპიეში გაიმართება.