კოსოვოს დელეგაცია ანტიდოპინგური ორგანიზაციის ღონისძიებაზე დასასწრებად გამონაკლისის სახით საქართველოში უვიზოდ შემოვიდა
კოსოვოს დელეგაცია ანტიდოპინგური ორგანიზაციის ღონისძიებაზე დასასწრებად გამონაკლისის სახით საქართველოში უვიზოდ შემოვიდა

კოსოვოს დელეგაცია საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის ანტიდოპინგური ორგანიზაციის ღონისძიებაზე – საბჭოს სხდომასა და შედეგების მართვის ტრენინგზე დასასწრებად უვიზოდ შემოვიდა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, ღონისძიება თბილისში 27-28 მაისს შედგა, კოსოვოს დელეგაციას კი, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება 26-29 მაისის პერიოდში მიეცა.

განკარგულებაში მითითებულია, რომ აღნიშნულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რამე ფორმით აღიარებას.

კოსოვოსთვის მსგავსი გამონაკლისები საქართველოში ჩატარებული სხვა სპორტული ღონისძიებების დროსაც იყო დაშვებული, მათ შორის ბათუმში გამართული ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატისთვის.