კორუფციისგან თავისუფლების მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო 143 ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა, ევროპაში ყველაზე კორუფციულ ქვეყნებად კი უკრაინა და მოლდოვა არიან დასახელებული
ევროკომისიამ კორუფციისგან თავისუფლების მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 37-ე ადგილზეა მსოფლიოს 143 ქვეყანას შორის და 65 ქულით არის შეფასებული.
კორუფციისგან თავისუფლების მსოფლიო რეიტინგის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა.
საქართველო ასწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა და ევროკავშირის ათზე მეტ ქვეყანას, მათ შორის იტალიას, ხორვატიასა და საბერძნეთს.
მსოფლიოს მასშტაბით კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების ლიდერთა სამეულში არიან: დანია, სინგაპური და ნორვეგია.
ამავე კვლევის მიხედვით, ევროპის მასშტაბით ყველაზე კორუფციული სახელმწიფო უკრაინაა, რომელიც 143 ქვეყანას შორის 117-ე ადგილზეა. მოლდოვა 108 ადგილზეა და უკრაინის შემდეგ ევროპის ყველაზე კორუფციული ქვეყანაა.