მედიის ცნობით, კორონვირუსთან ბრძოლის შეფერხების ბრალდებით, სამხრეთ კორეაში საიდუმლო რელიგიური სექტის ლიდერი დააკავეს
მედიის ცნობით, კორონვირუსთან ბრძოლის შეფერხების ბრალდებით, სამხრეთ კორეაში საიდუმლო რელიგიური სექტის ლიდერი დააკავეს

კორონვირუსთან ბრძოლის შეფერხების ბრალდებით, სამხრეთ კორეაში საიდუმლო რელიგიური სექტის ლიდერი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სეულში ამბობენ, რომ რელიგიური სექტის საქმიანობა ხელს უშლის მთავრობის ძალისხმევას, რომელიც კორონავირუსული ინფექციის შეკავებას ცდილობს.

შინჩონჯის ეკლესიის დამფუძნებელს, ლი მან-ჰის ბრალად ედება ხელისუფლებისთვის ინფორმაციის დამალვა აფეთქების პიკის დროს. რელიგიურ სექტას ინფიცირების 5 200-ზე მეტი შემთხვევა უკავშირდება.

როგორც მედია წერს, სექტის ლიდერმა სავარაუდოდ დამალა ინფორმაცია დაჯგუფების წევრებსა და შეხვედრის ადგილებზე, როდესაც ხელისუფლება თებერვალში ინფექციის გზების მიყოლას ცდილობდა. ლი მან-ჰი, რომელმაც შინჩონჯის ეკლესია 1984 წელს დააარსა, ირწმუნება, რომ ის იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაა და საკუთარ თავს ბიბლიაში ნახსენებ „აღთქმულ პასტორს“ უწოდებს.

დატოვე კომენტარი