კორონავირუსზე ტესტირებას, ლუგარის ლაბორატორიის პარალელურად, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოც იწყებს
კორონავირუსზე ტესტირებას, ლუგარის ლაბორატორიის პარალელურად, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოც იწყებს

კორონავირუსის გამოსავლენ ტესტირებას დღეიდან, ლუგარის ლაბორატორიის პარალელურად, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოც დაიწყებს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ჯამში ორივე ლაბორატორია დღეში პისიარ ტექნოლოგიით სამასი ანალიზის გამოკვლევას შეძლებს, რაც პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ინფექციის მართვას.

მისივე თქმით, გამოკვლევებისთვის გათვალისწინებულია როგორც აჭარა, ასევე გურიის რეგიონი.

აჭარაში ამ დროისთვის 21 00 პირი პისიარ ტექნოლოგიით, 500-ზე მეტი კი სწრაფი ტესტით გამოიკვლიეს.