კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით ფოთის სამედიცინო ცენტრში ხუთი პირია მოთავსებული
კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით ფოთის სამედიცინო ცენტრში ხუთი პირია მოთავსებული

კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით ფოთის სამედიცინო ცენტრში ხუთი პირია მოთავსებული. კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან წლის და 8 თვის ბავშვი ფოთიდან, 19 წლის ბიჭები ხობიდან და ფოთიდან, 52 წლის მამაკაცი ფოთიდან და 68 წლის მამაკაცი ოზურგეთიდან. მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება, ბიოლოგიური მასალის კვლევა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში მოხდება. პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.