კორონავირუსზე გამოკვლეული ლეჩხუმში მცხოვრები ექვსი პირიდან, ინფექცია არც ერთს დაუდასტურდა
კორონავირუსზე გამოკვლეული ლეჩხუმში მცხოვრები ექვსი პირიდან, ინფექცია არც ერთს დაუდასტურდა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა, ზურაბ ნემსიწვერიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ბიოლოგიური ნიმუშები გამოსაკვლევად ქუთაისის ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი.
ლეჩხუმში მცხოვრები ექვსი პირისთვის ანალიზების აღება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც ლეჩხუმში სტუმრად იყო, კორონავირუსი დაუდასტურდა.