კორონავირუსზე გამოკვლეულ ფოთელ მებაჟეებს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ
კორონავირუსზე გამოკვლეულ ფოთელ მებაჟეებს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ

ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 56 პირის ტესტების პასუხები უარყოფითია. აქედან ოთხი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი იყო, დანარჩენები კი, მებაჟეები.

„ფოთში გუშინ 52 მებაჟესა და ოთხ მძღოლს ჩაუტარდა კვლევა. პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით განხორციელდა“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.